პოლიტიკა

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის მთვარი პრობლემა უმუშევრობაა - NDI

16.01.18 16:00


აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული ეკონომიკური ხასიათისაა.

გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 35% - ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% - სიღარიბეს, 25% - პენსიებს, 23% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. ამის შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა 23%-ით.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები