პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

16.01.18 17:10


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, ინარა მურნიეცეს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების მჭიდრო ურთიერთობისა და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიელ კოლეგას სეიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ინარა მურნიეცემ ირაკლი კობახიძეს ლატვიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მისწრაფებების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, სეიმის შენობა დაათვალიერა და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ეკა ბესელია, აკაკი ზოიძე, ვანო ზარდიაშვილი, ბექა ოდიშარია, რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები