პოლიტიკა

„ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით“

16.01.18 17:45


საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების პროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი მზად არის კიდევ ერთხელ იმსჯელოს ვეტოსთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არგუმენტები, რომლებიც უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის ვეტოში და ამის საფუძველზე გაგრძელდება მსჯელობა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ პოზიცია თავის დროზე ჩამოვაყალიბეთ ძალიან კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე, ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო, ამისთვის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო, რა თქმა უნდა, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები, ასევე სხვა საკითხები, რომელიც აისახა კანონპროექტში. ჩვენ ამის საფუძველზე მივიღეთ ინფორმირებული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით“,-განაცხადა კობახიძემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები