პოლიტიკა
16.01.18 18:30
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში მდებარე რაგბის კომპლექსში, ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
„როგორც ხედავთ, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ სპორტული კომპლექსის პროექტი „საბა კონსტრაქშენმა“ განახორციელა. აშკარად, თვალითაც ჩანდა, რომ არსებობდა პრობლემები, თუმცა კომპანიამ შენიშვნები მიიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო. მთლიანად მოიხსნება მინდვრის საფარი და ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, გასახდელები, საპირფარეშოები - ყველაფერი იქნება აღდგენილი და გამოსწორებული. მერია არანაირ თანხას არ იხდის ამ კონკრეტულ სამუშაოებში. კომპანია თავის თავზე იღებს ყველა გამოსასწორებელ ხარვეზს, რომელიც ჩვენ აქ ვიხილეთ და ამ სამუშაოებს თვითონვე ასრულებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა გახდა კომპლექსის ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზეზი.
დედაქალაქის მერი რაგბის კომპლექსში არსებული მდგომარეობას ერთი კვირის წინ გაეცნო, გაწეული სამუშაოები უარყოფითად შეაფასა და შესაბამის სამსახურებს მშენებელ კომპანიასთან დროული კომუნიკაცია და ხარვეზების აღმოფხვრა დაავალა. შპს „საბა კონსტრაქშენმა“ ხარვეზების გამოსწორება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა.
სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო, რომლის საბოლოო ღირებულება 6 932 650.64 ლარით განისაზღვრა.
წყარო : /www.for.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24