პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

16.01.18 19:00


საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა.

სააკაშვილს დანაშაულებრივი დაჯგუფების მონაწილეებისთვის ხელშეწყობის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხავენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

პოლიტიკოსმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაში უკომენტაროდ შევიდა.

აქამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები