პოლიტიკა

სახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდა

16.01.18 20:15


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისში, გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდა. ლომჯარიას განცხადებით, გამოძიებამ მეტად უნდა ითანამშრომლოს გარდაცვლილის ოჯახთან, მისივე თქმით, ოჯახი ადასტურებს მათი შვილის ნაცნობობას სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში არსებულ პირებთან, თუმცა აცხადებენ, რომ მათ არ სჯერათ, რომ მათი შვილი ჩართული იყო ან ხელს უწყობდა ტერორისტულ საქმიანობას საქართველოში.

„ისინი აღიარებენ, რომ მათი შვილი იცნობდა აღნიშნულ პირებს, თუმცა მათ არ სჯერათ, რომ ის იყო ჩართული, ან ხელს უწყობდა ტერორისტების საქმიანობას საქართველოში. ამიტომ მათი მოთხოვნა არის, რომ გამოძიებამ წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი მასალა, რაც დაადასტრურებს მათი შვილის დანაშაულებრივ ქმედებას. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ თავად სპეცოპერაციის დროს, შვილს არ ჰქონია ხელში ხელყუმბარა. ბუნებრივია, რომ საქმის ყველა დეტალი და გარემოება შეიძლება არ გახდეს საჯაროდ ცნობილი, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს ოჯახთან“,-განაცხადა ლომჯარიამ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები