პოლიტიკა

,,თუ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობის კლება გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი” - ჰერმანი NDI-ის კვევის შედეგებზე

16.01.18 20:30


NDI-ის კვევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 60% უჭერს მხარს აქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა.

შედეგების მიხედვით, მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 5%-ით შემცირდა.

"თუ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობის შემცირება გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი, თუმცა სიტუაცია ასე არ დგას, - ამის შესახებ სმა NDI-ს გამოკითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შემცირდა.

„ყოველთვის არის სხვადასხვა გამოკითხვები ევროკავშირის მხარდაჭერაზე. ეს მხარდაჭერა სტატიკურია, თუმცა ზოგჯერ იზრდება ან იკლებს. რყევის დიაპაზონია, რომელიც ან მატულობს ან იკლებს. არა მგონია, რომ ამას რაიმე კონკრეტული მიზეზი უნდა მივაწეროთ.

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ორგანიზაციებმა და პოლიტოლოგებმა უნდა გაანალიზონ ეს მონაცემები. თუ ეს გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი, თუმცა სიტუაცია ასე არ დგას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები