პოლიტიკა

"კონკურსი შეეხება ყველას"- კალაძე მერიის თანამშრომლების შერჩევას იწყებს

16.01.18 20:45


მერიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, გამოცდის ჩაბარება მერიის ყველა თანამშრომლებს მოუწევს, მათ შორის იმათაც, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს. თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმები კი პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება და პატიოსნება იქნება.

"რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, ამას კანონი გვავალდებულებს და ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კონკურსი შეეხება ყველას. მე პირველივე დღიდან ვამბობდი. რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სახლში გაშვება. ჩვენი მიზანია, რომ სამსახურები იყოს მოქნილ და სერვისებზე და ადამიანებზე ორიენტირებული. რეფორმები, რომლებიც ჩვენ დავაანონსეთ და ვახორციელებთ, ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში." - განაცხადა კახა კალაძემ. კალაძის თქმით მერიაში რეორგანიზაცია თებერვალში დასრულდება.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები