პოლიტიკა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს სხდომა დატოვა

16.01.18 21:45


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა, სადაც მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და ხელფასი-დანამატის გაერთიანების საკითხებს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარტიის წევრის, მარიკა დათუკიშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ხელფასების მომატებაზე ფიქრობს.

“როდესაც გყავთ პენსიონერები, რომელზეც არც თვითმმართველობა და არც ხელისუფლება არ ფიქრობს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი ნათქვამი, რომ საშოვარზე მოსული ხელისუფლება ხართ, ნუ გეწყინებათ. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ მხოლოდ ხელისუფლების მაღალჩონოსნებისთვის იმატებს ხელფასები და არც ერთი თეთრით არ უმჯობესდება მრავალი გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობა. რომ გაინტერესებდეთ თქვენ ამ ადამიანების ბედი, მე ჩემს სიტყვებს უკან წავიღებდი. არაფერი არ გაგიკეთებიათ ამ ადამიანებისთვის, გარდა იმისა, რომ ერთი კვირაა ვუსმენთ, თუ როგორ იორმაგებთ ხელფასებს. 100%-ით კი არა 110%-ით არის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასები გაზრდილი. დანამატი არის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. როგორ, ნარმანიას დროს მერიის თანამშრომლები ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებდნენ და ეს აბსოლუტურად შეუსაბამო იყო და ახლა კანონმა დაგავალდებულათ, რომ იმ ცუდი ნარმანიას პირობებში, რომელსაც თქვენც აკრიტიკებთ, ის დანამატი უნდა დააკანონოთ? ამას გავალდებულებთ კანონი? ამას ეუბნებით თქვენს ამომრჩეველს და მოქალაქეებს?”- განაცხადა დათუკიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები