პოლიტიკა

"იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, ჩვენ უკომპრომისოები ვიქნებით"- შს მინისტრი

17.01.18 14:45


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, იქ, სადაც საქმე პოლიციელის უსაფრთხოებასა და ღირსებას ეხება, უწყება უკომპრომისო იქნება. აღნიშნული განცხადება გახარიამ 13 იანვარს კლუბ ”ბასიანთან” მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გააკეთა, რა დროსაც პოლიციის მაღალჩინოსანი და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრეს.

“იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ამას აქვს მარტივი ახსნა. იქ, იმ საზოგადოებაში, სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერ მოგცემთ ვერავინ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა მინისტრმა.

კლუბ "ბასიანთან" პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. მინისტრის თქმით შსს-ს კომპეტენციაში არ შედის იმაზე პასუხი, თუ რატომ გაათავისუფლეს ეს ადამიანი გირაოს სანაცვლოდ.

სამი პირის დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სააპელაციო სასამართლო, ხვალ, 17 იანვარს, 12 საათზე იმსჯელებს. ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ გაასაჩივრა.

ბრალდებულის ადვოკატის ზაზა ჯაშის თქმით საქალაქო სასამართლოს მიერ გირაოს შეფარდების არგუმენტი გახდა ის, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას. ზეგავლენას არ მოახდენს არც მოწმეებზე, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მიმალვის საფრთხე არ არსებობს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები