პოლიტიკა

საქართველოში კონფლიქტების მოგვარება გაეროს 2018 წლის პრიორიტეტი იქნება

17.01.18 15:45


გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის თქმით, გაეროს 2018 წლის 12 მთავარ პრიორიტეტს შორისერთ-ერთი საქართველოში კონფლიქტების მოგვარება იქნება. ეს განცხადება გუტიერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გააკეთა.

გუტიერეშის განცხადება, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, ევროპაში ე.წ. გაყინული კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას.

"მომვალი წლის განმავლობაში გაეროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ პარალიზების შეწყვეტაა, რომელსაც ევროპაში არსებული კონფლიქტების გამწვავება და გაყინვა მოჰყვა.

მოცემული სიტუაციის გადაჭრა, ნაციონალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოითხოვს.

კვლავ უნდა გამოცოცხლდეს სამშვიდობო შუამავლობის ინიციატივები, მათ შორის, ნორმანდიის ფორმატი აღმოსავლეთ უკრაინისთვის, ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრები მთიანი ყარაბაღისთვის, ასევე საქართველოსთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.

მოვუწოდებ ევროპის ლიდერებს, აჩვენონ, რომ კონტინენტს შეუძლია იცხოვროს კეთილდღეობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის იდეალებზე“ - განაცხადა გუტიერეშმა.

გაეროს პრიორიტეტებს შორის გუტიერეშმა ასევე დაასახელა ტერორიზმთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები, ადამიანების უფლებების დაცვა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკის კავშირთან პარტნიორობის გაგრძელება დაასახელა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები