პოლიტიკა

მორიგი შეხვედრა გალში - ქართული მხარე ოთხოზორიას მკვლელის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს დააყენებს

17.01.18 16:45


ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში გალში მორიგი შეხვედრა იმართება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშად კანჯი ოღლუს ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხზეც ისაუბრებენ:

"ამ მხრივ მოგეხსენებათ, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან საკითხს ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია და ჩვენ აუცილებლად რუსეთის წარმომადგენლებს, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეხვედრაზე მონაწილეებს, უნდა შევახსენოთ, რომ აუცილებელია ამ საქმის გაგრძელება, რათა მკვლელი იქნას დაკავებული და მოგვიანებით გასამართლებული ქართული კანონმდებლობით," - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

შეხვედრაზე განხილული იქნება ასევე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ბინადრობის მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები