პოლიტიკა
17.01.18 17:00
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სპეციალური მიწვევით ანტიგუა და ბარბუდაში იმყოფება, სადაც კარიბის ზღვის ქვეყნების მაღალი დონის სამიტში მონაწილეობს.
სამიტზე − „21-ე საუკუნის მმართველობა” − მინისტრმა საქართველოში ელმმართველობის სისტემისა და სახელმწიფო სერვისების გაცემის ქართული მოდელის პრეზენტაცია გამართა და სამიტის მონაწილე ქვეყნების პრემიერ-მინისტრებსა და მინისტრებს სიტყვით მიმართა.
მინისტრმა სამიტის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ტრანსფორმაციის ისტორია დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და დაწვრილებით ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელთაც მთავრობა ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერებისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში ატარებს. თეა წულუკიანმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„აგრესიული მეზობლისა და ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს მსოფლიო რეიტინგებში, მათ შორის, ღია მმართველობის, სამართლის უზენაესობის, ბიზნესის კეთების სიმარტივეში და სხვა. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად იქცა. დღეს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეა, რაც ზემოთ ხსენებული მიღწევის საერთაშორისო აღიარებაა. ჩვენ ამ ზაფხულს ვუმასპინძლებთ „OGP”-ის გლობალურ სამიტს თბილისში, სადაც მაქვს პატივი, როგორც პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, კარიბის ზღვის ქვეყნები ჩემი მთავრობის სახელით მოგიწვიოთ”, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა თავის პრეზენტაციაში დაწვრილებით ისაუბრა ბიუჯეტის მონიტორინგის, ელექტრონული ტენდერების სისტემის, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელმმართველობის დანერგვის, მოქალაქის პორტალის (my.gov.ge), საჯარო რეესტრის, როგორც პირველი სახელმწიფო უწყების, მიერ ბლოკჩეინსისტემის დანერგვის შესახებ.
იუსტიციის მინისტრმა გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე, სახელმწიფო სერვისების გაცემის ქართულ მოდელს დაუთმო და კარიბის ზღვის ქვეყნების წარმომადგენლებს საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების კონცეფცია გააცნო.
„თუკი თქვენ ცხოვრობთ საქართველოს 51 სოფლიდან ერთ-ერთში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, შეგიძლიათ, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოთ ყველა სერვისი, რომლებიც დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლებში გაიცემა (დაბადების, ქორწინების, პირადობის მოწმობები, პასპორტი, საკუთრების რეგისტრაცია და სხვა); ამას გარდა, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით; თავისუფალი ინტერნეტით; საზოგადოებრივი დარბაზით, სადაც შეკრებებისა და აქტუალური საკითხის განხილვისთვის, ასევე, ტრენინგებისთვის საჭირო გარემოა შექმნილი; ბანკისა და მობილური ოპერატორების მომსახურებით. დღეს საქართველოს აქვს ელმმართველობის 21-ე საუკუნის მმართველობის სისტემა და გვაქვს პატივი, ყველა დაინტერესებულ ქვეყანაში მისი ექსპორტი განვახორციელოთ”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მინისტრმა სამიტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც კიბერუსაფრთხოების საკითხებს, ელმმართველობის სისტემების ბიუჯეტირებას და სხვა გამოწვევებს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ საქართველო, ესტონეთთან ერთად, არაერთხელ დასახელდა ელექტრონული მმართველობისა და სერვისების გაცემის საუკეთესო და მისაბაძ მოდელად მსოფლიოში.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კარიბის ზღვის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამიტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24