პოლიტიკა

დღეს, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ

17.01.18 17:45


დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ორი ქვეყნის, როგორც ნატო-ს პარტნიორების პროგრესს თავდაცვის რეფორმირების სფეროში, ასევე მიმოიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება „ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან“ დაკავშირებული საკითხები.

დღევანდელი სესია უკრაინისა და საქართველოს საკითხების განხილვით გაიხსნება.

“საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლები რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას მოგვაწვდიან. ასევე განვიხილავთ „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების სტატუსთან დაკავშირებით“ საკითხებს“, - აღნიშნა გუშინ კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა.

გარდა სამხედრო საკითხებისა, საუბარი შეეხება რეფორმებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ეკონომიკა.

„გარდა სამხედრო რეფორმებისა, საქართველომ და უკრაინამ უნდა უზრუნველყონ საიმედო საკანონმდებლო და იურიდიული საფუძველი, ასევე ეკონომიკური პირობები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ეფექტურ სამხედრო შესაძლებლობებს“, - განაცხადა გუშინ შესავალ სიტყვაში პაველმა.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის 178-ე სესია გუშინ გაიხსნა. მას ესწრებიან საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტი წელიწადში ორჯერ იკრიბება ნატო-ს შტაბბინაში, სამხედრო მეთაურების დონეზე და განიხილავენ ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებს და აწვდიან საკუთარ კონსენსუსზე დამყარებულ სამხედრო ხედვას ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უპასუხოს ალიანსმა გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები