პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე იანვრის ბოლოს ნატო-ს წინაშე წლიური ეროვნული პროგრამის ანგარიშით წარსდგება

17.01.18 20:00


რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაში ჩვენს როლზე გაკეთდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომის კომენტირებისას განაცხადა, სადაც საქართველოსა და უკრაინის საკითხებს გაიხილავენ.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ის იანვრის ბოლოს ნატო-ს წინაშე წლიური ეროვნული პროგრამის ანგარიშით წარსდგება.

„ჩვენ ძალიან აქტიური დიალოგი გვაქვს ნატო-სთან, როგორც ასპირანტ ქვეყანას და როგორც ყველაზე ღრმა და აქტიური თანამშრომლობის მქონე ქვეყანას რეგიონში. შესაბამისად, ჩვენი დიალოგი მოიცავს, როგორც რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო კომიტეტის დონეზეც იმართება ეს შეხვედრა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები. მე პირადად ვგეგმავ იანვრის ბოლოს წარვსდგე ყოველწლიური ეროვნული გეგმის მოხსენებით და განვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები, რომელიც მნიშვნელოვანია ნატო-ს 2018 წლის სამიტისთვის.

ჩვენ ვემზადებით ამ სამიტისთვის, რათა მიღწეულ იქნას ის შედეგები, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ჩვენი ინტეგრაციის პროცესისთვის. რაც შეეხება რეგიონის უსაფრთხოებას, აქ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ჩვენს როლზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვარშავის სამიტის შემდეგ აქტიურ დიალოგში ვიმყოფებით ნატო-სთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და აქტიურად განიხილება ყველა ის შესაძლო თანამშრომლობა, რომელიც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთოებას შავ ზღვაზე“, - განაცხადა ჯანელიძემ.

დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ორი ქვეყნის, როგორც ნატო-ს პარტნიორების პროგრესს თავდაცვის რეფორმირების სფეროში, ასევე მიმოიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოსთან მიმართებაში განიხილება „ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან“ დაკავშირებული საკითხები.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები