პოლიტიკა

„კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება“ - კახა კალაძე

17.01.18 20:15


თბილისის რამენიმე ბაღში საკვებთან დაკავშირებით გადაცდომაზე გავრცელებულ ინფორმაციას დედაქლაქის მერი კახა კალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ მერია ვერ შეეგუება დარღვევას, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება:

„მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, პატარებს, ჩვენს მომავალ თაობებს. ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებული მთავრობა, შესაბამისად, ყოველთვის ვიქნებით მაქსიმალურად მომთხოვნები.

ჩვენ იმას ვერ შევეგუებით, რომ ვიღაცამ რაღაც ”წაიხალტუროს”, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს. როდესაც ჩვენმა მონიტორინგმა ეს პრობლემა გამოააშკარავა, პროდუქტი ამოღებული იქნა და გადაიგზავნა ლაბორატორიაში. უახლოეს საათებში ალბათ გვექნება ცნობა, თუ რა სახის პროდუქტია და თუ პრობლემა იქნა, ზომები უმკაცრესი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები