საზოგადოება
28.06.16 21:35
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები დამნაშავედ სცნო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების საუბრების უკანონოდ მოპოვებული აუდიოჩანაწერების გავრცელების საქმეში.
სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს და ამავე დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ლევან ქარდავას.
საქმე ეხება ფარულ აუდიოჩანაწერებს და კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას რამდენიმე დღით გაუჩინარებას 2012 წლის სექტემბერში.
სასამართლომ სამივე განსასჯელი დამნაშავედ მიიჩნია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ეს ვადა მათ შეუმცირდათ 1 წლამდე და 6 თვემდე „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე.
ამას გარდა, სასამართლომ ხიზანიშვილი უდანაშაულოდ სცნო სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდების ნაწილში.
პროკურატურა ხიზანიშვილს ადანაშაულებდა სურმავასთვის დავალების შესრულებისთვის გადასაცემი 150 ათასი ევროს მითვისებაში.
ლელუაშვილი კი სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემების უკანონოდ გამოყენებაში ჯგუფურად წინასწარი შეთანხმებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მიუსაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე მას ეს ვადა 3 წლამდე შეუმცირდა.
ხიზანიშვილი სასამართლოს დარბაზში დააკავეს, ხოლო ლელუაშვილი და ქარდავა უკვე იმყოფებიან პატიმრობაში.
ქარდავას მისჯილი აქვს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე; ხოლო ლელუაშვილი წინასწარ პატიმრობაშია ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე.
ხიზანიშვილი სასამართლომ გირაოთი 2013 წლის იანვარში გაათავისუფლა.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრმა ბესო სურმავამ YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა და „ქართული ოცნების“ ლიდერთა საუბრების აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ისინი „ოცნების“ სხვა ლიდერებისა და ივანიშვილის საქმიანობას არჩევდნენ, ამ საუბრებში მრავლად იყო უცენზურო ლექსიკა.
ვიდეომიმართვაში სურმავა აცხადებდა, რომ ეს ფარული ჩანაწერები ივანიშვილის დავალებით იყო ჩაწერილი.
გამოძიება აცხადებს, რომ სინამდვილეში ეს ჩანაწერები შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტშია გაკეთებული.
ამით დაკავებული იყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელთა კომპიუტერებზე გზავნიდა ვირუსებს და ისმენდა მათ საუბრებს Skype-ით. ამ ჩანაწერების გასავრცელებლად გამოიყენეს ივანიშვილის დაცვის წევრი, რომელსაც 150 ათასი ევრო გადაუხადეს და რამდენიმე დღით გადამალეს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24