საზოგადოება

საქართველოში 1 ივლისიდან პენსიები გაიზარდა

01.07.16 15:45


2016 წლის 1 ივლისიდან ასაკობრივი პენსიონრები ყოველთვიურად 180 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს აცნობა.

ასაკობრივი პენსიონრები 2015 წლის 1 სექტემბრიდან 160 ლარიან პენსიებს იღებენ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია როგორ გაიზარდა ბოლო ოთხი წლის მანძილზე პენსიონერთა საერთო რაოდენობა.

„2012 წლის მონაცემთა ბაზაში, დარეგისტრირებული იყო 680 ათასი ასაკობრივი პენსიონერი. მიმდინარე წელს რეგისტრირებულია 713 ათასი“, — თქვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

ასაკობრივი პენსიონრები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ, 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად 216 ლარს მიიღებენ, 20%-ით მეტს ვიდრე დღეს.

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისათვის 160,6%-ს შეადგენდა. იგულისხმება, რომ ეს თანხა საკმარისია კვებისა და ყოველთვიურად 2300 კალორიის მისაღებად. ასევე ჰიგიენის აუცილებელი ნივთებისათვის, ტრანსპორტისა და კომუნალური მომსახურებისათვის.

სპეციალისტები საარსებო მინიმუმს ორ ნაწილად ყოფენ. სასურსათო კალათა, რომელშიც თითოეულ გრამამდეა გამოთვლილი რამდენი უნდა ჭამო რომ იარსებო და რომელიც 40 დასახელების პროდუქტისაგან შედგება, რაც საარსებო მინიმუმის 70%-ს შეადგენს. ე.ი. საკვებზე თვეში 112,4 ლარია გამოყოფილი. სხვა დანარჩენზე „საქსტატის“ სპეციალისტთა აზრით, 48,2 ლარია საკმარისი.

საქართველოს მთავრობა გეგმავს საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელებას. კერძოდ, დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებას 2017 წლის პირველი სექტემბრიდან.

საპენსიო სისტემის რეფორმირების კონცეფცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტების დახმარებით შეიმუშავა.

საპენსიო რეფორმა ორი კომპონენტისაგან შედგება, პირველი არსებულ პენსიონერებს ეხება, რომლის მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მეორე კი მომავალ პენსიონერებს და იგი კერძო დაგროვებითი მოდელის შექმნას ითვალისწინებს.

ამ სიახლით სარგებლობის საშუალება თავისი ინიციატივით ექნება ყველა დასაქმებულ ადამიანს საქართველოში. საპენსიო ფონდში ყოველთვიური შენატანი ხელფასის 6% იქნება, რომელიც არ დაიბეგრება.

თანხა, რომელიც დაგროვებით სისტემაში შევა, ეკონომიკაში იქნება ინვესტირებული და მასზე მოგება დაირიცხება. პენსიაზე გასვლისას საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მიიღონ ეს თანხა და დაგროვებული მოგება.

საქართველოს მთავრობა ასევე გეგმავს შეიმუშაოს სპეციალური პაკეტი იმ დასაქმებული მოქალაქეებისათვის, ვინც ოფიციალურად არ იღებს ხელფასს.
საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 20% პენსიონერია. 20150 წლისათვის, ელოდებიან, რომ ეს მაჩვენებელი 25% იქნება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები