საზოგადოება
01.07.16 19:40
საქართველოს საპატრიარქო ქართული ეკლესიის მიერ ქართულ-სომხური ქორწინების აკრძალვასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას პროვოკაციულად აფასებს.
როგორც „კვირას“ საქართველოს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები რატომღაც პრობლემებში გადაიყვანოს.
მამა მიქაელი განმარტავს, რომ ქართული ეკლესია მხოლოდ სომხებთან ქორწინების წინააღმდეგი კი არა, ზოგადად, შერეული ქორწინებების წინააღმდეგია, რადგანაც ამ შემთხვევაში ქორწინების საიდუმლო შინაარსს კარგავს. მისივე თქმით, სხვა აღმსარებლობის ადამიანთან ქორწინების წინააღმდეგი სომხური ეკლესიაც არის.
„ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები რატომღაც პრობლემებში გადაიყვანოს. ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს არ უჭერს შერეულ ქორწინებას, ეს მხოლოდ სომხებს არ ეხებათ. სწორედ ესაა პრობლემა, რომ ვიღაცას უნდა, ეს თემა წინ წამოსწიოს, რომ ქართველები სომხებთან ქორწინების წინააღმდეგნი არიან. სომხებთან კი არ ვართ ქორწინების წინააღმდეგნი, ყველა არამართლმადიდებელთან ვართ ქორწინების წინააღმდეგი. ანუ შერეული ქორწინებების არდაშვების აკრძალვაზეა აქ საუბარი. ანუ საიდუმლოში მონაწილეობას მართლმადიდებელთან ერთად ვერ მიიღებს არამართლმადიდებელი, რადგანაც საიდუმლო თავის შინაარსს კარგავს.
საიდუმლოში შეიძლება მონაწილობდეს მხოლოდ ერთი აღმსარებლობის ორი ადამიანი. ამაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, სომხური ეკლესია განსხვავდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან დოგმატური სწავლებით, ამიტომ ჩვენ მასთთან იერარქიული კავშირი არ გვაქვს. ასეთივე კავშირი არა გვაქვს სხვა აღმსარებლობის ეკლესიებთან, იგივე კათოლიკურ ეკლესიასთან, იგივე პროტესტანტულ ეკლესიასთან, არაფერს არ ვამბობთ, საერთოდ, მუსულმანებზე და სხვა აღმსარებლობის ადამიანებზე. ამაშია სწორედ საქმე და არა იმაში, რომ ქართველები სომხებთან ქორწინებას კრძალავენ.
რა თქმა უნდა, თუ ქორწინება იკრძალება სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან, იკრძალება სომხებთანაც, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არ შეიცვლის აღმსარებლობას. თუ სომეხი იქნება ქალბატონი/მამაკაცი, ის აღმსარებლობას შეიცვლის და მართლმადიდებელი გახდება, რა თქმა უნდა, ქორწინების წინააღმდეგნი არ ვიქნებით.
ეს უნდა განემარტოთ ადამიანებს. საუბარი მხოლოდ ქართულ-სომხურ ქორწინებაზე არ ყოფილა. ვიღაცას სწორედ ეს უნდა, რომ წამოსწიოს, აი, ასეთი პრობლემა არსებობს.
თუ ასე განვიხილავთ, სომხებთანაც იკრძალება ქორწინება, თუ აღმსარებლობას არ შეიცვლის ადამიანი. ასეთი კუთხით გაშუქება ამ საკითხის ვიღაცას ნამდვილად პროვოკაციულად უნდოდა და თუ ადამიანი ხშირ შემთხვევაში ვერ გააცნობიერებს ამას, დაიჯერებს კიდეც.
აზებაიჯანული გამოცემა ეტყობა, სამწუხაროდ, ამ ნიუანსებში ვერ ერკვევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ კონკრეტულად სომხურ-ქართული ქორწინების წინააღმდეგები არ ვართ, საერთოდ ვამბობთ, სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან ქორწინებაში შესვლაზე უარს“,- განმარტა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
აზერბაიჯანულმა გამოცემა haqqin.az-მა საქართველოს საპატრიარქო სომხურ-ქართული ქორწინების აკრძალვაში დაადანაშაულა. სომხურ მედიაზე დაყრდნობით, სტატიაში ნათქვამია, რომ ივნისში კუნძულ კრიტზე ათი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, საქართველომ „ქორწინების საიდუმლოს და წინააღმდეგობების შესახებ“ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, რაც იმის ფიქრის საფუძველი გახდა, რომ ქართული ეკლესია მხოლოდ სომხურ-ქართული ქორწინების წინააღმდეგია.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24