საზოგადოება
01.07.16 22:20
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები- გულიკო ზუმბაძე და ირაკლი ფავლენიშვილი უძღვებოდნენ.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილის ანგარიში მოისმინეს, რომელმაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ააიპ „ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის“ ფუნქციონირებისა და ზოგადი საცხოვრებელი პირობების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, უსახლკარო და მიუსაფარი პირების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, ლილოს თავშესაფარი 240 ბენეფიციარზეა გათვლილი, რომლებიც დროებითი საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი სამედიცინო მომსახურებით არიან უზრუნველყოფილნი.
ბენეფიციართა რესოციალიზაციის მიზნით მათთან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ. თავშესაფარმა ფუნქციონირება 2015 წლის დეკემბრის მიწურულს დაიწყო და გახსნის დღიდან დღემდე 246 ბენეფიციარი ჰყავს მიღებული.
ამ დროისთვის კი, თავშესაფარში 111 ბენეფიციარი ცხოვრობს. დღესვე, დეპუტატებმა „უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის“ საქმიანობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, თბილისის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით თბილისის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი დამტკიცდა. ხოლო, 2015 წლის დეკემბრის განკარგულებით, „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისია” შეიქმნა.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით შესულია 1000-ზე მეტი განცხადება, რომელთაგან განხილულია და ინფორმაცია მოპოვებულია 500-მდე განცხადებაზე. უსახლკარო პირთა რეგისტრაციის თაობაზე კი, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 250 პირზე გასცა.
კომისიის წევრებმა საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, ლილოს თავშესაფრის ადგილზე მონახულება დაგეგმეს. დღესვე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თბილისის N215-ე საჯარო სკოლის პედაგოგის დალი მაზმიშვილის თხზულებათა ნაკრების „იმედით ძლეული უიმედობა“ თანადაფინანსების საკითხს, რომელიც 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამაჩაბლოს თემატიკას ასახავს და ინტერვიუებსა და დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობითაა შექმნილი.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24