05.07.16 19:25
მოსკოვის მიერ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების „დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირები „გაიტაცა" ამ ტერიტორიების ისტორიამ, უფრო სწორად ისტორიის გაყალბებამ. მათი მტკიცებით, XIX ს. დასაწყისში აფხაზეთი ცალკე შევიდა რუსეთის შემადგენლობაში, გასაბჭოების (1921 წ.) შემდგომ პერიოდში კი ვითომ იყო საქართველოსთან თანასწორუფლებიანი რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ 1931 წ. ი. სტალინმა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით შეიყვანა.
მოახდინეს რა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული იგნორირება, კრემლის მესვეურებს მარტო ისტორიული „არგუმენტები" შერჩათ ხელში აფხაზეთიდან მოსახლეობის 3/4 –ის განდევნისა და ამ რეგიონის ოკუპაციის გასამართლებლად.
ცნობილია, რომ აღმოსავლურქართულ სამეფოსა და რუსეთს შორის 1783 წელს დადებული „მფარველობითი" ტრაქტატის IV საიდუმლო მუხლი რუსეთს ავალდებულებდა ხელი შეეწყო ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენისათვის მისი ისტორიული ტერიტორიების აღმოსავლეთ საქართველოს მეფეთა ძალაუფლების ქვეშ მოქცევით. პეტერბურგში იცოდნენ, რომ აფხაზეთი და მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწებიც საქართველოს ერთ-ერთი პროვინციის _ სამეგრელოს ნაწილს წარმოადგენდნენ. ამდენად, 1783 წ. ტრაქტატის IV საიდუმლო მუხლი უშუალოდ ეხებოდა ტერიტორიას როგორც მდ. ენგურიდან ფსოუმდე, ისე მდ. ყუბანამდეც კი, რაც თვალნათლივ არის ასახული რუსეთის იმპერიის 1793 წ. კარგად ცნობილ რუკაზე.
1801 წ. რუსეთმა გააუქმა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო და მოახდინა მისი ანექსია. მიტაცებულ ტერიტორიას, რომელსაც ამიერიდან სათავეში რუსი გენერლები ედგნენ, სავსებით მიზანმიმართულად დროებით შეუნარჩუნდა სახელი _ საქართველო.
ეს საჭირო იყო იმისათვის, რათა ზემოხსენებული ტრაქტატის IV მუხლის საფუძველზე რუსეთის პროვინციად ქცეული საქართველოსათვის დასავლურქართული მიწებიც მიეერთებინა. ერთ-ერთი პირველი იყო სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი, რომელმაც 1803 წ. დეკემბერში რუსეთის „მფარველობის" ქვეშ შესვლა ითხოვა, ამასთან საკუთარი ტიტულატურა მან ასე წარმოადგინა: "ოდიშის, ლეჩხუმის, სვანეთის, აფხაზეთისა და უძველესი დროიდან ჩემი წინაპრების საკუთრებაში მყოფი მიწების კანონიერი მფლობელი".
რუსეთის „მფარველობის" ქვეშ სამეგრელოს შესვლამ აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ბედიც მალე გადაწყვიტა. 1805 წ. ივლისში სამურზაყანოს (ტერიტორია მდ. ენგურიდან მდ. ღალიძგამდე) მფლობელებმა ცალკე დაიფიცეს (ქართულ ენაზე) რუსეთის იმპერატორისა და სამეგრელოს (რომლის ნაწილიც იყო სამურზაყანო) მთავრის ერთგულებაზე. 1808 წ. ივლისში საკუთრივ აფხაზეთის (მდ. ღალიძგიდან მდ. ბზიფამდე) მთავარი გიორგი შარვაშიძე სამეგრელოს დროებითმა მმართველმა ნინო დადიანმა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცა როგორც სამთავრო ოჯახის წევრი, როგორც სამეგრელოს ისტორიული მიწების იმჟამინდელი მფლობელი.
რუსეთის ,, მფარველობის" ქვეშ აფხაზეთის ოფიციალური მიღება 1810 წ. თებერვალში მოხდა, როდესაც იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დააკმაყოფილა აფხაზეთის მთავრის მიერ ქართულ ენაზე შედგენილი და ხელმოწერილი ,,სათხოვარი პუნქტები". იმ დროიდან აფხაზეთი რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს მთავარმართებლებს დაექვემდებარა.
წებელის მფლობელებმაც 1815 წ. ნოემბერში ცალკე მოაწერეს ხელი ქართულ ენაზე შედგენილ ფიცს რუსეთის იმპერატორისა და სამეგრელოს მთავრის (ისტორიულად ამ ტერიტორიის მფლობელის) ერთგულებაზე.
ამრიგად, აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორია ნაწილ-ნაწილ შევიდა რუსეთის "მფარველობის" ქვეშ, როგორც საქართველოს ისტორიული პროვინცია და კვლავ საქართველოს (თუმცა უკვე არა ბაგრატიონების, არამედ რომანოვების სახელმწიფოს) ნაწილი გახდა.
1921 წ. თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისთანავე ქართველმა და აფხაზმა ბოლშევიკებმა აფხაზეთი დროებით საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად (სსრ) გამოაცხადეს და არა საქართველოს სსრ ბოლშევიკურ მთავრობას, არამედ კავკასიის მმართველ რუსეთის კომპარტიის ცკ-ს კავკასიის ბიუროს (ხელმძღვანელი გ. ორჯონიკიძე) დაუმორჩილეს. ამ ვითარებაშიც აფხაზეთი ფაქტობრივად თბილისს ექვემდებარებოდა.
1921 წ. დეკემბერში გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოსა და აფხაზეთს შორის. საქართველოს სსრ პირველი კონსტიტუციის (1922 წ.) მიხედვით აფხაზეთის სსრ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში (თავი I,1). ეს დებულება განმეორებულია 1926 წლის აფხაზეთის კონსტიტუციაშიც. საბჭოთა კავშირის პირველ კონსტიტუციაში (1924 წ.), რომელიც რესპუბლიკების კონსტიტუციებზე მაღლა იდგა, აფხაზეთი მოიხსენიება არა როგორც სსრ, არამედ ავტონომიურ რესპუბლიკად (თავი IV,15). 1931 წ. თებერვალში ეს სახელწოდება შევიდა აფხაზეთის (შემდეგ საქართველოს) კონსტიტუციაშიც. რეალურად მოხდა მხოლოდ სახელის გადარქმევა, რომელსაც 1926 წ. კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებაზე გავლენა არ მოუხდენია.
როგორც 1931 წლამდე, ისე 1931 წ. შემდეგ აფხაზეთი იყო და დარჩა საქართველოს ნაწილად. ამიტომ განცხადებები, აფხაზეთის ,,აღიარებით" ვითომ ,,ისტორიული სამართლიანობის" აღდგენის შესახებ, სინამდვილეში ისტორიული უსამართლობის დამკვიდრებას, საქართველოსაგან მისი კუთვნილი ტერიტორიების საბოლოოდ ჩამოცილებას ისახავენ მიზნად.
წაკითხულია : 460
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24