საზოგადოება

დავით სერგეენკო: კუს ტბაში თევზის გაშვება „ზიკას“ ნამდვილად არ უკავშირდება

05.07.16 20:10


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კუს ტბაში თევზის გაშვება „ზიკასთან“ კავშირში არ არის. აღნიშნულ თემაზე დავით სერგეენკომ განმარტება ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა და აღნიშნა, რომ „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე.

„ამ შემთხვევაში, ეს „ზიკას“ ვირუსთან კავშირში არ არის, რადგან „ზიკას“ ვირუსის გადამტანი არ არის საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული კოღო ანოფელესი. ანოფელესი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო, მასთან ბრძოლა მიმდინარეობს.

თევზი გამბუზია ანოფელესს ანადგურებს. რაც შეეხება „ზიკას“, მისი გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე. კუს ტბაზე ცალსახად ეს არ არის. მიმდინარეობს წყალსატევებისა და შენობის შიდა სივრცეების მასობრივი დამუშავება. კუს ტბაში თევზის გაშვება „ზიკასთან“ ნამდვილად არ არის კავშირში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ზიკას“ ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში, კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს. უწყების ინფორმაციითვე, ამ ჯიშის თევზმა – გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელ ევროპაში მას მასობრივად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები