საზოგადოება

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა

25.04.16 1:45


თბილისში სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ალექსანდრე მ. დააკავეს, ნათქვამია შს სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები