საზოგადოება

ფოთში, ზღვაში 10 წლის მოზარდი დაიხრჩო

06.07.16 16:50


ფოთში, ზღვაში 10 წლის მოზარდი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გარდაცვლილი ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ბანაობის დროს ორივე მათგანი ტალღამ გაიტაცა, თუმცა ნაპირზე გამოსვლა მხოლოდ ერთ-ერთმა მოახერხა.

როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სამაშველო, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მათ ბავშვი ზღვიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს,თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები