საზოგადოება

"თბილისობა 2016" 15-16 ოქტომბერს გაიმართება

06.07.16 17:15


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, "თბილისობა 2016" 15-16 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

დედაქალაქის მერის თქმით, დღესასწაული წელს ბევრად მასშტაბური და განსაკუთრებული იქნება.

"თბილისობა 2016" 15-16 ოქტომბერს გაიმართება. 2016 წელს "თბილისობა" განსაკუთრებით გამორჩეული და მასშტაბური იქნება გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი გეგმბებიდან და მიზნებიდან, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული"- განაცხადა ნარმანიამ.

როგორც მერმა აღნიშნა, "თბილისობის" ღონისძიებები გაიმართება, როგორც რიყეზე, ისე დედაქალაქის სხვა უბნებში.

"ჩვენ უკვე ვიღებთ სხვადასხვა მოსაზრებებს "თბილისობის" აღნიშვნასთან დაკავშირებით. წინადადებების მიღება 31 ივლისამდე გაგრძელდება. წელსაც "თბილისობა" გარკვეული თემატიკის ფარგლებში იქნება, გასული წლის თემატიკა იყო ეკოლოგია და გამწვანება, წელსაც ერთი რომელიმე თემის გარშემო გავერთიანდებით.

შეიქნება საბჭო, რომელსაც პირადად ვუხელმძღვანელებ, საორგანიზაციო საკითხებს კი, როგორც ყოველთვის, თბილისის მერის მოადგილე გაუძღვება",-აღნიშნა დავით ნარმანიამ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები