საზოგადოება

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

06.07.16 17:55


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს იხილავდა, მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა, რასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს.

მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ორი დღის წინ გამოუტანეს. დაახლოებით ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებას (16 წლიანი პატიმრობა) ითხოვდა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები