საზოგადოება

პრეზიდენტმა ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამის დასრულება მიულოცა

06.07.16 20:05


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამის დასრულება მიულოცა.

"გულითადად გილოცავთ რამადანის ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას. რამადან–ბაირამს – სულიერი განწმენდისა და სიკეთის გამარჯვების ამ უდიდეს დღესასწაულს ყველა თქვენგანი განსაკუთრებით აღნიშნავს.

საქართველოს მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, საკუთარი გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობაში.

ამიტომ თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია. წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს"-აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები