საზოგადოება

რუსთავში მცირეწლოვანი ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა

06.07.16 22:05


რუსთავში, წლისა და 8 თვის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდა. აღნიშნული ფაქტი „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას გულისხმობს.

მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „კვირა“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, მცირეწლოვანი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აპარატულ სუნთქვაზეა მიერთებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბავშვი მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში რუსთავიდან დილის 10:00 საათისთვის მიიყვანეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები