საზოგადოება

თბილისში ნასვამი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდიდან მოხსნეს

07.07.16 14:50


თბილისში ერთერთი აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა, რის გამოც ის გამოცდიდან მოხსნეს, იტყობინება საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.

საქართველოში 6-7 ივლისს აბიტურიენტები უმაღლესში ჩასაბარებელ აუცილებელ უცხო ენის გამოცდას აბარებენ.

საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტი ახლოს მდებარე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან მიიყვანა, სადაც ალკოტესტი ჩაუტარდა.

თბილისის სხვა საგამოცდო ცენტრში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, სადაც ერთ-ერთი აბიტურიენტი ცუდად გახდა.

„თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში მდებარე საგამოცდო ცენტრში ერთ-ერთი აბიტურიენტი ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მას პირველი დახმარება გაუწიეს, და მან გამოცდის გაგრძელება შეძლო“,-ციტირებს ცენტრის თანამშრომლის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები, 1 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდით დაიწყო. მეორე გამოცდა აბიტურიენტებმა 4-5 ივლისს ზოგად უნარებში ჩააბარეს, 6-7 ივლისს კი უცხო ენის გამოცდა ჩატარდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 500 ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასი ადგილია.

უნდა აღინიშნოს, რომ განათლების სამინისტრომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოქცევის წესები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ კი აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდება, გამოცდიდან მოიხსნება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები