საზოგადოება

საქართველო და თურქმენეთი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმდნენ

07.07.16 15:10


თურქმენეთის ხელისუფლება აშხაბადსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას სექტემბრიდან გეგმავს.

აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.მოლაპარაკებებს „თურქმენეთის ავიახაზების“ (Türkmenhowaýollary) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად საქართველოსა და თურქმენეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორციელდება.

შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რომლის საფუძველზე, მხარეთა ავიასაწარმოებს უფლება ეძლევათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და თურქმენეთის ნებისმიერ დანიშნულების პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

აქამდე მოქმედი შეთანხმების თანახმად, საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის იყო შესაძლებელი.

საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების დროულად მოგვარების მიზნით, საქართველოს უახლოეს მომავალში თურქმენეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ეწვევა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები