საზოგადოება

შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში ველომარათონი გამართა

07.07.16 16:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული ბათუმში გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, ველომარათონი გაიმართა, რომელშიც ველომოყვარულებმა, ადგილობრივმა სპორტსმენებმა და ტურისტებმა მიიღეს მონაწილეობა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას შეუერთდნენ.

ღონისძიება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის – MIA Force მრბოლელმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, დათა ქაჯაიამ გახსნა. მან მარათონის მონაწილეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

ველომარათონის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობის პროგრამის ბრენდირებული მაისურები და კეპები მოირგეს. მათ სტარტი კვირეულის ფარგლებში მოწყობილი გამოფენის ტერიტორიიდან აიღეს და ველოსიპედებით 3-კილომეტრიანი მანძილი დაფარეს.

შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და სპორტული კლუბის – MIA Force მიერ ორგანიზებული კვირეული ბათუმში უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები