საზოგადოება

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ორი ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება

07.07.16 17:10


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გაფორმებული მემორანდუმის შესახებ ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, ხელმოწერილი მემორანდუმი სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ ახალ ჩარჩოს ქმნის ამ მიმართულებით.

“ასევე, მემორანდუმი განათლების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც “ფულბრაითის” პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას, რომლებსაც ექნებათ საშუალება, ამერიკის შეერთბულ შტატებში მიიღონ განათლება. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, პროგრამა USAID-ის დაფინანსებით, ეს არის პროგრამა “ზრდა”, რომელიც მიმართულია, ფოკუსირებულია კონკრეტულად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრობიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, 2 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება, პროგრამა 11 ათას ოჯახს შეეხება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა.

ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი შედეგები, რომლითაც ეს ვიზიტი დასრულდა. მინდა, მოგილოცოთ ეს შედეგები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები