საზოგადოება

პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი მამაკაცი დაკავებულია

07.07.16 17:30


საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სარფში პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი, 1989 წელს დაბადებული ომარ ც. დააკავეს.

გამოძიების მონაცემებით, ომარ ც.-მ 2016 წლის 11 მაისს, ღამით, ქალაქ გურჯაანში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა. პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

ამის შემდეგ ბრალდებულმა გამვლელს ავტომობილი წაართვა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელებმა ადგილზე 17 მასრა ამოიღეს.

ომარ ც.-ზე, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო, ძებნა შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ გამოცხადდა. გურჯაანის სასამართლომ მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლებით „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“, „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება“ და „დიდი ოდენობით სატრანსპორტო საშუალების ძარცვა“.

მიმდინარე წელს სამართალდამცავებისხვა დროსაც გამხდარან თავდასხმის მსხვერპლი. ივნისში წყალტუბოს პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი სავარაუდო დამნაშავის დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა.

აპრილში სოფელ წალენჯიხაში პოლიციელი სანადირო თოფით დაჭრეს. ერთი თვის შემდეგ მსგავსი ინციდენტი მოხდა გურჯაანშიც.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები