საზოგადოება

უკრაინაში სააკაშვილის ავტომობილი გაიტაცეს

07.07.16 18:45


უკრაინაში ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ბრონირებული ავტომობილი Toyota Land Cruiser-ი მოიპარეს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 6 მლნ გრივნას (242 ათასი აშშ დოლარი) ღირებულების ავტომობილი უკრაინაში ადრე დაკავებული სერგო ღლონტის ხელქვეითბმა გაიტაცეს.

ავტომობილი ერთგვარ გირაოდ იქცა და მფლობელს იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ ხელისუფლება უნგრეთს კრიმინალური ავტორიტეტის ექსტრადირებაზე უარს ეტყვის და ასევე თუ მოხდება ღლონტის პატიმრობიდან გათავისუფლება.

როგორც გამოცემა იტყობინება, ბუდაპეშტი ღლონტს უნგრეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღების მიზნით, თაღლითობაში ადანაშაულებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები