საზოგადოება

გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები კანცელარიაში - არასამთავრობოები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

07.07.16 19:20


მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში ხმაურია.„უმუშევართა კავშირი - დასაქმებისთვის“ , „იპოთეკით დაზარალებულთა კომიტეტი“ და „თავისუფალი თაობა“ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები უსახლკარო პირებისთვის სტატუსის მინიჭებას და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოში დეპარტამენტის შექმნას მოითხოვენ, რომელიც უსახლკარო ადამიანებისთვის პრობლემის მოგვარების პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ. მთავრობის ადმინიტრაციასთან უსაფრთხოების ზომებია მიღებული.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 964


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები