საზოგადოება

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია შემუშავდა

07.07.16 19:30


საქართველოს მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროექტის რეალიზების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ისინი უზრუნველყოფენ კოორდინაციასა და უწყებათაშორის შეთანხმებას მაღალ დონეზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიის, პროგრამებისა და პროექტების კუთხით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლის დასაწყისში საგზაო მოძრაობის სისტემასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდასა და სასჯელის ალტერნატიული სისტემის შემოღებას.

სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრების აუცილებლობა გზებზე მსხვერპლის დიდი რაოდენობით ახსნა.

შსს-ს მონაცემებით, საქართველოში საგზაო შემთხვევების შედეგად წელიწადში საშუალოდ 600 ადამიანი იღუპება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები