ანალიტიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა

07.07.16 21:10


2015 წლის 12-13 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეების, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის შეხვედრა.

განხილულ იქნა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გაააქტიურონ ძალისხმევა სახელმწიფო საზღვრის შესათანხმებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მიღების მიზნით. ასევე აღინიშნა ორი ქვეყნის ექსპერტების მიერ კონკრეტულ მონაკვეთებზე პოზიციების შეჯერების მნიშვნელობა.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები