პოლიტიკა

ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის პროექტში საქრათველოს პროგრესია ასახული

03.09.18 15:00


ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს შესწორებები და რეკომენდაციები ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშში.

კომიტეტმა ანგარიში 30 აგვისტოს განიხილა.

საქართველოს შესახებ მომხსენებლის ანდრეას მამიკინსის მიერ წარდგენილი ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან როგორც ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესს, ასევე ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს და მთავრობის ძალისხმევას.

"ევროპარლამენტი მიესალმება ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ევროპული დღის წესრიგისადმი საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ფართო მხარდაჭერას“,-ნათქვამია ანგარიშის პროექტში.

დოკუმენტით მომხსენებელი მიესალმება საქართველოს მიღწევებს კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში,მათ შორის კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის განხორციელების, საჯაროადმინისტრირების რეფორმის კუთხით. ამასთან, ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი იზიარებს ვენეციის კომისიის საერთოდადებით შეფასებას საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში დადებითად არის შფასებული მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში ადამიანის უფლებების განმტკიცების უზრუნველსაყოფად, მათშორის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა.

თავისუფალი და პლურალისტული მედიის კონტექსტში, დოკუმენტში აღნიშნულია და დადებითად არის შეფასებული საქართველოსგაუმჯობესებული პოზიციები „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“-ს რეიტინგში.

ამგარიშის პროექტი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით და მის კონსტრუქციულმონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. უაღრესად დადებითად არის შეფასებული მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესიმომავლისკენ“.

ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მასში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირის49-ე მუხლის თანახმად, შესაბამისი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადისგაკეთება.

ანგარიშის პროექტი ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ ძალისხმევას ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისა დაშრომითი უფლებების დაცვისადმი, რაც გამოიხატა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებაში.

ანგარიშის პროექტი უაღრესად დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ საინფორმაციო კამპანიებს ასოცირებისშეთანხმების სარგებლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას სავიზო რეჟიმისლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების კუთხი. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველო აღიარონუსაფრთხო ქვეყნად.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მონიტორინგი ევროპარლამენტის ახალი ინიციატივაა, რომელსაცევროპარლამენტი დამოუკიდებლად განახორციელებს. მონიტორინგი შეეხება სამივე ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა)მიერ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობას. საქართველოს შემთხვევაში ასოცირების შეთანხმების განხორციელებისანგარიშთან დაკავშირებით მომხსენებელია ევროპარლამენტარი ანდრეი მამიკინსი.

30 აგვისტოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზეგაიმართა ანგარიშის პროექტის პირველი მოსმენა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ანგარიშს კენჭს უყრიან ევროპარლამენტის საგარეოსაქმეთა კომიტეტზე, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში ანგარიშს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები