მსოფლიო

თურქეთში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტისთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავეს

29.04.24 10:34


თურქეთში სამართალდამცავებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საქმიანობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი ინფორმაციით, ოპერაციები ქვეყნის 40 პროვინციაში ჩატარდა.

 

მინისტრის განმარტებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციები ქვეყნის ექვს პროვინციაში - ადანის, აიდინის, ჩორუმის, გაზიანთეპის, კაისერისა და მერსინის პროვინციებში - ჩატარდა, სადაც 38 ეჭვმიტანილი დააკავეს და დიდი რაოდენობით ციფრული, უცხოური ვალუტა და თურქული ლირა ამოიღეს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები