საზოგადოება

რუსული ჯგუფი „პიცა“ საქართველოში კონცერტს გამართავს

11.07.16 18:35


პოპულარული რუსული მუსიკალური ჯგუფი „პიცა, რომელიც სიმღერებს პოპ-სოულის, რეგის, ფანკისა და რეპის ჟანრში ასრულებს, საქართველოში კონცერტს გამართავს.

„პიცას“ კონცერტი 2 აგვისტოს ბათუმში საჩოგბურთო კლუბის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

„პიცა“ 2010 წელს ჯგუფის ყველა სიმღერის კომპოზიტორმა და არანჟირების ავტორმა, სერგეი პრიკაზჩიკოვმა დააარსა. ჯგუფი თავის სტილს განსაზღვრავს, როგორც Urban Soul.

ჯგუფის რეპერტუარშია ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Пятница", "Париж", "Оружие" და "Лифт", ორი სტუდიური ალბომი: "Кухня" და "На всю планету Земля".

მუსიკოსები წერენ მუსიკას ფილმებისა და სერიალებისთვის ("Молодежка", "Два отца, два сына", "Обмани, если любишь", "Нереальная любовь“).

„პიცა“ მრავალი მუსიკალური პრემიის ნომინანტია, მათ შორისაა RU-ТV, Муз-ТВ, OOPS! Choice Awards, Music Box-ის პრემიები.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები