საზოგადოება

თბილისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაარემონტეს

12.07.16 17:45


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამიერიდან ნებისმიერი ტიპისა და ზომის საჰაერო ხომალდის მისაღებად მზადაა — ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რემონტის გამო დღის რეისების განხორციელებაზე შეზღუდვები დაწესდა. სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 12 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად 10:00-იდან 20:00 საათამდე მიმდინარეობდა.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რემონტი 7,2 მლნ აშშ დოლარი დაჯდა.

მიმდინარეობს აეროპორტის რეაბილიტაციისა და განახლების პროცესი. შენდება თვითმფრინავების ახალი სადგომები. დაწყებულია ახალი ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც 2017 წლის ბოლოდან ამოქმედდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი TAV Urban Georgia-ს მმართველობაში 2005 წლის 1 ნოემბერს 20 წლის ვადით გადავიდა. შეთანხმების ახალი ვერსიით კომპანიის ოპერირების ვადა 2027 წლამდე გაიზარდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები