საზოგადოება

ხვალ ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

12.07.16 18:05


სამების ტაძარში ხვალ ჩვილთა 44-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საყოველთაო ნათლობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაია ქომეთიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, სამების ტაძარში ხვალ 738 ბავშვი მოინათლება, სულ კათოლიკოს-პატრიარქს ამჟამად 28 371 ნათლული ჰყავს.

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები არიან. ჩვილთა პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები