საზოგადოება

რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი სომხეთში ერთ თვეში განახლდება

12.07.16 18:10


რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი საქართველოდან სომხეთში ერთ თვეში აღდგება — 10 ივლისიდან მაგისტრალურ გაზსადენზე „ყაზახ-საგურამო“ კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის (GGTC) ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სამუშაოები მოიცავს მწყობრიდან გამოსული 303-ე და 304-ე საონკანო კვანძების ახლით შეცვლას, სავარაუდო გამჭოლი კოროზიული ხვრელებისა და საიზოლაციო საფარის აღდგენას, ასევე ბაქო-თბილისის სარკინიგზო გადასასვლელის ქვეშ არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას.

„აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, სრულად შეწყდება ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რაც შეთანხმებულია როგორც სომხეთის რესპუბლიკასთან, ისე რუსეთის ფედერაციასთან», — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

GGTC-ში აღნიშნეს, რომ ასეთი მასშტაბური სამუშაოები აღნიშნულ გაზსადენზე ბოლო 30 წელია, არ ჩატარებულა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ერთი-ორად გაიზრდება გაზსადენის უსაფრთხოებისა და ეფექტური მართვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შემცირდება მილსადენიდან ბუნებრივი აირის დანაკარგი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები