საზოგადოება

„მგზავრებს“ რუსეთში ელოდებიან

12.07.16 18:35


პოპულარული ქართული ფოლკ-როკ-ჯგუფ „მგზავრების“ სოლო კონცერტები რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართება.

სოჭში მსმენელის წინაშე საკონცერტო დარბაზში „ფესტივალნი“ „მგზავრები“ 12 ივლისს წარდგება. საღამო ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მოსკოვში ქართველი მუსიკოსები 4 აგვისტოს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში „ვინზავოდი“ გამოვლენ, დასაწყისი — 20:00 საათზე.

ორი დღის შემდეგ ქართულ ჯგუფს პერმში მოუსმენენ — „მგზავრების“ კონცერტი 6 აგვისტოს, ფესტივალის KAMWA-2016 ფარგლებში გაიმართება.

ჯგუფი „მგზავრები“ 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა.

2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე“, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.

მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები