საზოგადოება

საავტომობილო გზა დარიალის ხეობაში კვლავ გაიხსნა

12.07.16 19:10


საქართველოდან რუსეთისკენ მიმავალ გზაზე საცობი არ არის, განაცხადეს საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურში.

11 ივლისის 17:00 საათიდან 12 ივლისის 05:30 საათამდე, წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-135-ე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იუწყება, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ ნებადართულია 5:30 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში. ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს: აკრძალულია სატვირთო მანქანების ერთდროული მოძრაობა შემხვედრი მიმართულებით, აკრძალულია გაჩერება, უხვი ნალექის შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები