ანალიტიკა

ზურაბიშვილის პროსომხური და ანტითურქული განცხადებები აზარალებენ საქართველოს, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადებებზე რეაქცია აზერბაიჯანში

13.10.18 11:30


საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადება, „თურქებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ“, რეზონანსი მიიღო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. ქართველი პოლიტიკოსები საკუთარი მცდელობებით ასიამოვნონ სომხურ სათვისტომოსა და სომხურ ლობის დიდ ზიანს აყენებენ საკუთარ ქვეყანას, აზიზღებენ მას ნამდვილ და ერთგულ მეგობრებსა და მოკავშირეებს - თურქეთსა და აზერბაიჯანს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავე აზერბაიჯანში ჯერჯერობით თვალს ხუჭავენ ნეგატივზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რადგან არ სურთ საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭება. მათ ასევე კარგად ესმით, რომ მმართველ „ქართულ ოცნებას“ და იგივე სალომე ზურაბიშვილს სერიოზული პოლიტიკური ოპონენტები ჰყავთ - იგივე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აზერბაიჯანთან მიმართებაში, მართლაც მეგობრული პოლიტიკოსივით იქცეოდა და ეს არც ბაქოში არ დავიწყებიათ.

ზუსტად ამას ეძღვნება ეინულ ფატულაევის სტატია „იქნებ სააკაშვილს დავუძახოთ ბაქოში“ აზერბაიჯანულ რესურსზე haqqin.az-ზე.

ქვევით სტატია სრულადაა მოცემული:

„ქართული პოლიტიკური სკანდალის ეხომ აზერბაიჯანსა და თურქეთს მიაღწია.

საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი „ფრანგი“ სალომე ზურაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სომხურ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და თურქეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. სომხების პოტენციურად სეპარატისტულ რეგიონში სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა მოჩვენებითი სინანულით თქვა: „აქამდე, მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის კომპეტენციაში იყო. ერთმა პრეზიდენტმა თურქებს ორმაგი მოქალაქეობა დაურიგა, მაგრამ თქვენ არ მოგცათ“.

მაგრამ მთავარი კანდიდატი საქართველოში ყველაზე მაღალი პოსტისთვის ამაზე არ გაჩერდა და მეორე შეხვედრაზე ჯავახეთის რეგიონალურ ცენტრში - ახალციხეში განაგრძო თავისი აზრი: „ერთ დროს პრეზიდენტმა, არც კი მინდა მისი სახელის ხსენება, მოქალაქეობა დაურიგა ზოგიერთ თურქს, რომლებიც ბათუმში ჩამოდიოდნენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იქამდე არ ჰქონდათ საქართველოსთან კავშირები“.

მაშინაც კი, თუ ზურაბიშვილი მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად აძლიერებს მის შანსებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ინგლისის დედოფალმა“ შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები - საქართველო გადავიდა საპარლამენტო ფორმის მმართველობაზე და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციებით.

მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანისა და თურქეთის მმართველი წრეები შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ზურაბიშვილმა ივანიშვილის მმართველი პარტიისა და ამ ორი პოლიტიკური ძალის კონსოლიდირება მოახდინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად სეპარატისტული რეგიონის სამოქალაქო უფლებების აღდგენისკენ მოუწოდა.

ხომ არ გამოხატავს ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ აზროვნებას? ეს პარტია, ხომ აკონტროლებს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას!

საკითხის არსი

სალომე ზურაბიშვილი, პირველი ქართული რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერის, ივანე ზურაბიშვილის შვილიშვილი და პოლიტიკური მემკვიდრე, ცუდი გზით ახდენს პრეზიდენტის სამართლიან გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას, რომლის სახელიც მას არ სურს ახსენოს თავის გამოსვლაში, იმ პრეზიდენტის, რომელმაც გათურქებული ქართველების უფლებები აღადგინა, რომლებიც ისტორიულად აღმოჩნდნენ საქართველოს საბჭოთა სივრცის გარეთ თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

დიახ, ზუსტად მიხეილ სააკაშვილი იყო ის, ვინც აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და ანალოგია საქართველოს სომხებისთვის მასობრივ უართან მიმართებაში, შეუსაბამოა. რაში მდგომარეობს ჯავახეთის მთავარი პრობლემა? საქართველოს ამ რეგიონის სომეხი მოსახლეობა, სეპარატისტული მისწრაფებებით გამოირჩევა და წლების განმავლობაში „ყარაბაღის სცენარის“ განხორციელებისკენ მიისწრაფვის - საქართველოსგან მიტაცება და სომხეთთან შეერთება - 2000 წლიდან ისინი მასობრივად ღებულობენ სომხეთის მოქალაქეობას სოციალური მოტივების საბაბით. 2000 წელს რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციის ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტში კრემლმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობები მთლიანად გაწყვიტეს. საქართველოში არ არსებობს კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ და ჯავახეთის სომხები, რომლებიც სოციალურ დაძაბულობებსა და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებენ, დაიწყეს სომხეთის მოქალაქეობის მიღება და წავიდნენ რუსეთში სამუშაოდ.

ამრიგად, 2011 წლიდან სომეხი მოსახლეობის დაახლოებით 80%-მა ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა და მოქალაქეობის შესახებ კანონში ახალი ცვლილებები იქნება დამტკიცებული, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეობის აღდგენის პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდება. ჯავახეთის სომეხი მოსახლეობა ამ ცვლილებებს ელოდება, რაც, ფაქტობრივად, ორმაგი მოქალაქეობის ლეგალიზებას ახდენს და ამით ისინი საქართველოს მოქალაქეობას აღადგენენ.

ნუთუ გამოცდილი 66 წლის დიპლომატი ზურაბიშვილი, რომელმაც ევროპული დიპლომატიის სკოლა გაიარა, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნატოსა და ევროკავშირში სხვადასხვა პერიოდში შედიოდა დიპმისიის ხელმძღვენელობაში, ხოლო სააკაშვილის პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში იყო, ვერ აცნობიერებს პოლიტიკური შედეგების დესტაბილიზაციას საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებების ფონზე? არ ესმის, რომ ამცირებს თურქებისა და ეთნიკური ქართველების ღირსებას, როდესაც ადარებს თურქეთის მოქალაქეებს ჯავახეთის სომხებთან, რომელთა სეპარატისტული თემი არ მალავს ისტორიულ პრეტენზიებს?

რა თქმა უნდა, აცნობიერებს. ეს, ხომ არ არის ზურაბიშვილის პირველი სკანდალური განცხადება, რომელმაც ხელთათმანი სახეში ესროლა თავის პრეზიდენტსა და თანამებრძოლს.

ზურაბიშვილი თავისი ხალხის წინააღმდეგაც წავიდა

რას უნდა ელოდო ქართველი პოლიტიკოსისგან, რომელიც აგვისტოს ომის დროს სოფელ წითელუბანის დაბომბვას საკუთარი ქვეყნის ავიაციას ადანაშაულებს? უხერხემლო, სხვაგვარად ვერც იტყვი, სალომემ დაადანაშაულა სააკაშვილი, იმაში, რომ რუსულ-ქართული ომის დროს ის საკუთარ ქვეყანას ბომბავდა და ზოგადად შეარყია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

უფრო მეტიც, ის არ გაჩერდა რიტორიკულ განცხადებებზე და მიმართა ჰააგის ტრიბუნალს სააკაშვილის წინააღმდეგ.

"ზურაბიშვილი საქართველოს მთავარი „ბარიგაა“, “კანაფის დედოფალი“ ბევრს ლაპარაკობდა, რომ არ არის მოღალატე. მაშინ ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ დაადანაშაულა საქართველოს ავიაცია წითელუბნის დაბომბვის გამო, ბოდიში მოუხადოს და უარყოს ფრაზა - "ჩვენ ვბომბავდით ჩვენს მოსახლეობას და როგორ მოვითხოვოთ ტერიტორიული მთლიანობა?"

უკან აიღოს თავისი ბრალდებები ჰააგიდან და იმის გათვალისწინებით, რა ზარალი მოგვაყენა, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან". დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ასეთი გაბრაზებული განცხადება გააკეთა, სადაც ზურაბიშვილის სახელის ხსენებაც კი არ უნდა.

სააკაშვილთან ერთად ოპოზიციის ლიდერებმაც გააკეთეს განცხადებები. ყოფილი სპიკერი, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე არანაკლებ კატეგორიული იყო: "ზურაბიშვილის ასეთი განცხადებები დიდ საფრთხესა და არასწორი პოლიტიკური ფორმის გამოყენებას წარმოადგენს. თუ სალომე ზურაბიშვილი კარგად მოუსმენს ხალხს, რასაც ის არასდროს აკეთებს, მაშინ ის გაიგებს, რომ ეს პრობლემა მთავრობაშია და არა პრეზიდენტში“. ნიკა მელია არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც უფრო ინტენსიური და კატეგორიული განცხადება გააკეთა: "ზურაბიშვილი საქართველოს მტერია".

უფლებადამცველთა და ოპოზიციის დიდმა უმრავლესობამ ზურაბიშვილი ქსენოფობიასა და პოპულიზმში დაადანაშაულა ...

თბილისი ბაქოს წინააღმდეგ იარაღს აქცევს

ზურაბიშვილის განცხადება და ამის შემდეგ, მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან დაცვითი შენიშვნები ერთ გრძელ ჯაჭვად მწკრივდება არამეგობრული პოლიტიკური ქმედებებით აზერბაიჯანთან მიმართებაში.

"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ოფიციალურმა თბილისმა, თითქოს მიზნად დაისახა, რომ შექმნას ერთგვარი ანტი-აზერბაიჯანული პლაცდარმი. როგორც ჩვენ ადრე არაერთხელ ვწერდით, საქართველოს თავი შეაფარეს რადიკალური ნახევრად მიწისქვეშა აზერბაიჯანული ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც აგრძელებენ აშკარა აგრესიულ პროპაგანდას ოფიციალური ბაქოს წინააღმდეგ. სწორედ თბილისშია შექმნილი მრავალდონიანი არასამთავრობო ქსელი, რომელიც აფილირებულია ცნობილი ფერადი რევოლუციების შთაგონებელთან სოროსთან და ლიბერალურ ფონდებთან ობამას ბეჭედით, რომელიც აგრძელებს აკრძალულ ნახევრად ლეგალურ პოლიტიკური ორგანიზაციების ფარულ დაფინანსებას თვით ბაქოში, რომლებიც ღიად გამოდიან და აგიტაციას უწევენ იდეას ახლანდელი აზერბაიჯანის ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის შესახებ.შეგახსენებთ, რომ გახმაურებული პოლიტიკური საქმეები ექსტრემიზმისა და ტერორის მქადაგებლების, მიმართული აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ - ფრონტისტები გიოზალ ბაირამლი, დამაკავშირებელი აფგან მუხთარლი, არალეგალი ფერმან ჯეირანოვი, ექსტრემისტი ვიდადი ისკანდარლი, ასევე სტრუქტურირებული პროპაგანდული ქსელი, რომლიც მოიცავს ოპოზიციურ Meydan TV, Düşün TV (რომელიც ეკუთვნის კიდევ ერთ პოლიტიკურ ექსტრემისტსა და სეპარატისტს აზერ ქაზიმზადეს), ასახიერებენ შეურიგებელ ბრძოლას ბაქოს ოფიციალურ პირებთან და მოუწოდებენ აზერბაიჯანში სისხლიანი წინააღმდეგობისკენ, ამ ყველაფრის სათავე თბილისიდან მოდის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ თბილისი გამოდის დღევანდელი აზერბაიჯანის ხელისუფლების, იდეოლოგიური ბრძოლის ფორპოსტად და ორგანიზებულ მოწინააღმდეგედ.

აზერბაიჯანის ხელისუფლების არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება კვლავ საეჭვო ტოლერანტობას იჩენს ოპოზიციური ემიგრაციის მიმართ, რომელმაც თბილისში თავშესაფარი იპოვა და არ წყვეტს აყვავებული ანტი-აზერბაიჯანის ემიგრაციის მიწისქვეშა საქმიანობას. ძალიან უცნაურია, მაგრამ დასავლელი მიხეილ სააკაშვილის დროს, საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან პოლიტიკური კავშირის ლოიალობის ჩვენებისადმი არ აძლევდა ნებას და ძირშივე ახშობდა ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლენას ოფიციალური ბაქოს წინააღმდეგ. სააკაშვილი, თავისი სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და ფილოსოფიური ფასეულობების გადაგდებით, გამოირჩეოდა არა მხოლოდ სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არ ჩარევით და განსაკუთრებული პატივისცემით, არამედ ყველა ძალისხმევას დებდა, რათა ჩამოეყალიბებინა ბაქოსა და ანკარასთან გეოპოლიტიკური ღერძი.

სააკაშვილის მმართველობა ორ ქვეყანას შორის ძმური და მოკავშირე ურთიერთობების კეთილდღეობით დაამახსოვრდა, მან ჩაუყარა საფუძველი მსხვილი გეო-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას აზერბაიჯანთან და თურქეთთან( ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ყარსი და სხვა), რომლებმაც შეცვალეს რეგიონის სახე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სტრუქტურა, რეგიონალური უსაფრთხოების სისტემა...

რატომღაც ოფიციალური ბაქო კვლავ თავშეკავებულად უყურებს ოფიციალური თბილისის დაუშვებელ ლოიალობას იმ პოლიტიკური ძალების მამართ, რომელიც საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანის ეროვნულ უსაფრთხოებას. როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი კოალიცია საფუძველს უყრის ახალ არახელსაყრელ ურთიერთობის სისტემას აზერბაიჯანთან და აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა მიიღოს გამოწვევა.

რატომ არ უნდა პასუხობდეს ჩვენი მთავრობა სიმეტრიულ დარტყმას და არ მისცეს სააკაშვილის მხარდამჭერებს შექმნან აზერბაიჯანში მათი ეფექტური და სტრუქტურული ინსტიტუტები? იქნებ საჭიროა, "ქართული ოცნების" "ლიბერალიზმი" მიიღოს აზერბაიჯანმა და შექმნას ქვეყანაში სააკაშვილის წინააღმდეგობის პლაცდარმი აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე? ბაქოში ქართულ ოპოზიციას არ ექნება ფინანსური პრობლემები სრული საქმიანობისთვის. საშინელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეძლებენ ამ შემთხვევაში სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები საქართველოში სიტუაცია შეარყიონ. ხოლო მეზობელი ქვეყნის პოლიტიკური ვითარება კი შეიძლება მთლიანად შეფასდეს, რბილად, რომ ვთქვათ, როგორც ასაფეთქებელი.

გარდა ამისა, ოფიციალურმა ბაქომ უნდა გაითვალისწინოს ქართული წინააღმდეგობის ახალი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, მომავალი არჩევნების კიდევ ერთი ფავორიტი. ყოფილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ზურაბიშვილისგან განსხვავებით დიპლომატია განსხვავებულ სკოლაში გაიარა - სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ცოტა ხნის წინ გაჩნდა ქართული ოპოზიციის ლიდერთა სიაში, რომელიც ხელმძღვანელობს კოალიციას „ძალა ერთობაშია“.

გ. ვაშაძე გამოხატავს ქართველი საზოგადოების უმრავლესობის აზრს და არწმუნებს თავის ერს იმაში, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველას სჯეროდა ახალი დემოკრატიული და ეკონომიკური პროგრესის პერსპექტივა. "მაგრამ ნაცვლად ამისა საქართველო 1990-იან წლებში დაბრუნდა. დანაშაული და სიღარიბე იზრდება ქვეყანაში და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს თავის ისტორიულ სამშობლოს სამუდამოდ".

მართალია, თუ არა ვაშაძე ქართველი ხალხის განსასჯელად, რომელიც აირჩევს საკუთარ პრეზიდენტს რამოდენიმე კვირის შემდეგ.

მაგრამ თუ საქართველოს მთავრობას სურს, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობის არსებული დონე შეინარჩუნოს, ვალდებულია გადახედოს თავის ბევრ პრინციპს, რადგან ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება არანაკლებ უნდა აწუხებდეს საქართველოს და შესაძლოა, აზერბაიჯანზე მეტადაც. ამისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს... "




KavkazPlus

წაკითხულია : 775


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები