საზოგადოება

უამინდობა აჭარას 1,1 მილიონი დოლარი დაუჯდა

13.07.16 15:20


სულ აჭარაში ივნისი-ივლისის სტიქიების შედეგად ზარალი დაახლოებით 2 772 000 ათას ლარს შეადგენს, ნათქვამია აჭრის მთვრობის განცხადებაში.

საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ძლიერი წვიმებით გამოწვეული სტიქიის შედეგებს დღემდე ებრძვიან.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბაში 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ალტერნატიული გზის გაწმენდა დროულად მოხერხდა.

მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული წყლის მილების აღდგენა.

ამ ეტაპზე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში, რომელიც მეწყრის ჩამოწოლის გამო დაზარალდა, დამეწყირილი გზა იწმინდება. დამატებით გზის ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად აღდგენითი სამუშაოები ხარაულა-ჯალაბაშვილების მონაკვეთზე მიმდინარეობს.

უახლოეს პერიოდში სოფელში ჩატარდება გეოლოგიური კვლევა მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ოჯახებისთვის.

გასულ კვირას დასავლეთ საქართველოში —აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში ძლიერი წვიმების გამო მდინარეებში წყლის დონემ მოიმატა, დაიტბორა გზები, ეზოები, სარდაფები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები