საზოგადოება
13.07.16 16:10
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემისათვის აუცილებელი ფინანსური საკითხების მოგვარების მიზნით საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებმა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევილის შატოსა და მთლიანად მამულის რეაბილიტაციისდაფინანსების საკითხი განიხილეს.
შესაბამის სამთავრობო აქტში დეტალურად უნდა გაიწეროს ლევილის მამულის რეაბილიტაციის ათწლიანი ფინანსური გეგმა (2017-2026).
ლევილის მამულში განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების დოკუმენტის მომზადება ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის წინაპირობაა.
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხზე საქართველოს სხვადასხვა მთავრობა მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ხელმძღვანელობით მომუშავე პარიტეტულმა კომისიამ, რომლის წევრებიც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საფრანგეთში საქართველოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი არიან, 2016 წლის 9 აპრილს პარიზში, პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლებთან იმ კონკრეტულ პროექტზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემა შთამომავლების მიერ მისაღებად იქნა მიჩნეული. მოცემული პროექტი მთავრობამ გაიზიარა და ის 2016 წლის 18 მაისს შესაბამისი განკარგულებით დამტკიცდა.
სწორედ ამ ხელშესახები წარმატების საფუძველზე და 2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე იუბილეზე, ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის წინასწარი თანხმობის აქტს პირველი რესპუბლიკის ბაღში ხელი მოაწერეს მიშელ რამიშვილმა (ნოე რამიშვილის შვილიშვილი), თამარ ჩხენკელმა (აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი), ირენ ციციშვილმა (ნოე ჟორდანიას შვილიშვილი) და ტიერი ბერიშვილმა (სამსონ ფირცხალავს ოჯახის წარმომადგენელი).
ისინი ამ ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ლევილის მამული, როგორც თავისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მარადიული სიმბოლო, ქართველ ხალხს 18 მაისს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტის განხორციელების პირობით წელსვე გადმოეცემა. საბოლოო აქტის ხელმოწერა 2016 წლის 20 სექტემბრამდე გაიმართება, რისთვისაც, დამატებით, მოცემული პროექტის განხორციელების ათწლიანი ფინანსური გეგმის წარდგენაა აუცილებელი.
საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის შემდეგ ლევილის მამულში განსახორციელებელ პროექტს ორი მიზანი ექნება: მამულის რეაბილიტაცია-შენარჩუნება და შატოში პირველი რესპუბლიკის მუზეუმის მოწყობა, რათა პატივი მიეგოს პირველი რესპუბლიკის ღირებულებებს, მის თვალსაჩინო წარმომადგენლებსა და ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის ისტორიას და, ამასთან, ლევილის შატოში დაარსდება ქართული აკადემია, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები და მკვლევარები როტაციის პრინციპით იქნებიან მივლენილნი საქართველოდან რამდენი თვით შემოქმედებითი სამუშაოებისათვის.
საბოლოო დოკუმენტის პროექტი ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის შემდეგ განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება დასამტკიცებლად.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24