საზოგადოება

ომბუდსმენი საერთაშორისო კამპანია MenCare-ს შეუერთდა

13.07.16 16:55


გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის ინიციატივით კამპანია „კაცები ზრუნავენ“ დაიწყო.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ისაუბრა გენდერული თანასწორობის მიღწევის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ განუზომელია მამების როლი შვილების აღზრდაში, თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ კაცები ნაკლებად არიან ჩართულნი და ნაკლებად ზრუნავენ მათზე.

მისივე თქმით, დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები და ბარიერები მათი დამოკიდებულებების განსაზღვრის საწინდარია.

”ჩემთვის დიდი პატივია შემოვუერთდე კამპანიას და ჩემი, როგორც სახალხო დამცველის, მეუღლის და მამის წვლილი შევიტანო გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესებში“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, კამპანია მიზნად ისახავს, წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას და თანაბრად გადაინაწილონ საოჯახო საქმე.

”კაცები ზრუნავენ“ (MenCare) გლობალური კამპანიაა, რომელიც აქტიურად ხორციელდება მსოფლიოს 35–ზე მეტ ქვეყანაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები