საზოგადოება

მთავრობამ რთველი 2016-ის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო

13.07.16 17:15


დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „რთველი 2016“-ზე საუბრისას, დააანონსა, რომ ხელისუფლება გლეხებს დაეხმარება და რთველი 2016-ის სუბსიდირებას განახორციელებს.

„რთველი 2016, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების. ჩვენ მივდივართ ორი მიმართულებით, ერთი გახლავთ ადგილობრივი საწარმო პოტენციალის განვითარება და ახალი პოტენციალის შემქნა და მეორე, რა თქმა უნდა, ბაზრების განვითარება, სადაც არანაკლები რესურსი იხარჯება. ასე რომ, წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხდება სხვადასხვა განფასებით სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება, ისე რომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება,“-განაცხადა პრემიერმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები